მიიღებენ თუ არა "ოცნების" ლიდერები პრეზიდენტის მიპატიჟებას? - რას ამბობენ მმართველ პარტიაში

11.12.23 13:31
მიიღებენ თუ არა "ოცნების" ლიდერები პრეზიდენტის მიპატიჟებას? - რას ამბობენ მმართველ პარტიაში

მიიღებენ თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერები პრეზიდენტის მიპატიჟებას - ამაზე მმართველი პარტია დღეს უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებს. გივი მიქანაძემ ინფორმაცია "პირველებს" დაუდასტურა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მმართველ პარტიაში გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებენ.

ამასთან, მიქანაძე არც ოპოზიციის და პრეზიდენტის გაკრიტიკება დაავიწყდა. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, მხოლოდ "ოცნების" დამსახურება იქნება. 

ჩვენ გვახასიათებს გუნდურობა და ყველა გადაწყვეტილებაზე მსჯელობა, შეთანხმება და ერთიანი პოზიციით წარდგომა ჩვენი საზოგაოდების წინაშე. დღეს უმრავლესობის სხდომა რომ გვექნება ყველა ამ საკითხზე გვექნება მსჯელობა. ახლა გაახსენდა ოპოზიციას და ქალბატონ სალომეს ერთად დგომის საკითხი. წელიწადნახევარია ვმუსაობთ იმ პუნქტების შესრულებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ამ გადაწყვეტილების მისაღებად. სად იყვნენ მაშინ? ახლა უნდათ, რომ მოირგონ მანტია იმისა, რომ თითქოს მათი დამსახურებაა, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების ასეთი განცხადებებიარის მხოლოდა მხოლოდ ფარისევლობა, - ამბობს მიქანაძე. 

"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ბექა დავითულიანს კი ეჭვი ეპარება, რომ მმართელი პარტიის წევრები პრეზიდენტის დაანონსებულ შეხვედრაზე მივიდნენ. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია და ზურაბიშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციური შედეგის მიწერას ცდილობენ. 

მას შემდეგ, რაც სტატუსის ბედი გადაწყდა, სალომე ზურაბიშვილი და რამდენიმე პოლიტიკოსი უკვე ხვდება, რომ ამ პროცესში ცვლილებას ვეღარ შეიტანს, პარაზიტირებს და ცდილობს, კამპანიურად მიიწეროს ამ პოზიტიური შედეგის ბენფიტები. მთელი ეს კამპანია, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს, ემსახურება მხოლოდა მხოლოდ იმას, რომ თვითონ გაიფორმოს, ვითომ გააკეთა რამე საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" წევრები არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილთან მისვლას აპირებდნენ, - ამბობს ბექა დავითულიანი. 

რაც შეხეება პრემიერს, საკუთარ გადაწყვეტილებას ირაკლი ღრაიბაშვილი, სავარაუდოდ, 14:00 საათზე მტავორბის სხდომაზე გააჟღერებს.

ზურაბიშვილი 13 დეკემბერს ათონელის სასახლეში ელოდება მთავრობის როგორც მოქმედ წევრებს, ისე ყოფილი ხელისფლებების წარმომადგენლებსაც.

მსგავსი სიახლეები