გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI
„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ „საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება“, 33% მიიჩნევს, რომ „საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება“, ხოლო 25% -ის აზრით „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.
ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, თუმცა დადებითი შეფასების მაჩვენებელი ოდნავ გაზრდილია. ამასთან, კვლევის თანახმად, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები, ოპოზიციის მხარდამჭერები და ქალები არიან განწყობილნი.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, 2022 წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიაა. კითხვაზე: „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“ 46% ფიქრობს, რომ „არის“. 44%-ის აზრით „არ არის“, ხოლო 9%-მა „არ იცის“.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს, 30%-ს კი ჰგონია, რომ დაუცველია, თავს ყველაზე ნაკლებად დაცულად დიდი ქალაქების მცხოვრებლები, ქალები, 18 -34 წლის ადამიანები და ოპოზიციის მხარდამჭერები გრძნობენ.
2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები
ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, 2023. 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28%
გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2% ( შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება
სხვადასხვა პასუხის მიხედვით) კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.