„ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია - კვლევა
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს ინტერესებთან ახლოს, 18-34 წლის ადამიანების 50% ამბობს, რომ არცერთი.
დაბალია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ამ ასაკობრივ ჯგუფში – 13%. ენმ – 2%, უარი პასუხზე – 16%, არ ვიცი – 4%, სხვა პარტიები – 14%.
რაც შეეხება 35-54 წლის ადამიანებს:
- არც ერთი – 48%
- „ოცნება“ – 20%
- უარი პასუხზე – 10%
- არ ვიცი – 8%
- ენმ – 4%
- სხვა პარტიები – 10%.
55+ ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის კი
- არც ერთი – 42%
- „ოცნება“ – 24%
- უარი პასუხზე – 11%
- არ ვიცი – 6%
- ენმ – 4%
- სხვა პარტიები – 13%.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას: „არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს“, გამოკითხული პირების 62% პასუხობს - „არა“. 29% კითხვაზე დადებით პასუხს იძლევა. 7% ამბობს, რომ არ იცის, 2% პასუხზე უარს ამბობს.
კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოველი მეხუთე მხარდამჭერი, თითქმის ყოველი მეორე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა უმრავლესობა ამბობს, რომ არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.
2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები
ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, 2023. 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28%
გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2% ( შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება
სხვადასხვა პასუხის მიხედვით) კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.