ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს - NDI-ის კვლევა

11.12.23 13:32
ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს - NDI-ის კვლევა

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის - ამის შესახებ საუბარია საზოგადოებრივი აზრის კვლევის უახლეს ანგარიშში, რომელსაც NDI ავრცელებს.

უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება. 

  • 12% ამბობს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის, 28%-ს ფული ჰყოფნის საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნის ტანსაცმელზე. 45% აცხადებს, რომ ფული ჰყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ აქვს საშუალება ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინოს.
  • 10%-ის თქმით, საშუალება აქვთ შეიძინონ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი და სარეცხი მანქანა, მხოლოდ 3% ამბობს, რომ საშუალება აქვს შეიძინოს, რაც სჭირდება.

ეს მონაცემები შეცვლილია 2022 დეკემბრის კვლევასთან შედარებით - მაშინ 18% ამბობდა, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნიდა, ხოლო 35%-ის თქმით, ფული ჰყოფნიდა საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნიდა ტანსაცმელზე.

2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები
 ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. 

საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, 2023.  2,068 დასრულებული ინტერვიუ (28%
გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2% ( შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება
სხვადასხვა პასუხის მიხედვით) კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.

მსგავსი სიახლეები