"ზურაბიშვილი პარაზიტირებს" - დავითულიანი ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ "ოცნების" დამსახურება იქნება

11.12.23 13:35
"ზურაბიშვილი პარაზიტირებს" - დავითულიანი ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ "ოცნების" დამსახურება იქნება

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი და ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარაზიტირებს და ცდილობს მიიწეროს ქვეყნის წარმატება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

დავითულიანი ირწმუნება, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება მხოლოდ "ქართული ოცნების" დამხურება იქნება და ამ პროცესში ზურაბიშვილი ცვლილებებს ვეღარ შეიტანს.

მას შემდეგ, რაც სტატუსის ბედი გადაწყდა, სალომე ზურაბიშვილი და რამდენიმე პოლიტიკოსი უკვე ხვდება, რომ ამ პროცესში ცვლილებას ვეღარ შეიტანს, პარაზიტირებს და ცდილობს, კამპანიურად მიიწეროს ამ პოზიტიური შედეგის ბენეფიტები. მთელი ეს კამპანია, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს, ემსახურება მხოლოდა მხოლოდ იმას, რომ თვითონ გაიფორმოს, ვითომ გააკეთა რამე საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" წევრები არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილთან მისვლას აპირებდნენ, - ამბობს ბექა დავითულიანი. 

ზურაბიშვილი 13 დეკემბერს ათონელის სასახლეში ელოდება მთავრობის როგორც მოქმედ წევრებს, ისე ყოფილი ხელისფლებების წარმომადგენლებსაც.

მსგავსი სიახლეები