პარტიების დაფინანსება იზღუდება - რას ამბობენ ოპოზიციაში
ოპოზიციისთვის დაფინანსების წყაროების ჩაკეტვას "ქართული ოცნება" ჩქარობს - პარლამენტი სასწრაფო წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულების გაკეთებას უკრძალავს. პროექტს ხვალ პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით დაამტკიცებენ.
მმართველი პარტიის დეპუტატების მომზადებული კანონპროექტი მხოლოდ ოპოზიციას უქმნის პრობლემას, რადგან დიდი კომპანიები "ქართულ ოცნებას" შემოვლითი გზით - თანამშრომლების ანგარიშებით ურიცხავენ თანხებს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ "ქართული ოცნება" განზრახ ავიწროებს დაფინანსების წყაროებს, რადგან ოპოზიციას ხელი შეუშალოს.
არავითარი კავშირი ამ ცვლილებას დეოლიგარქიზაციასთან არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან უცნაურია, რომელიმე იურიდიული პირის მიერ დაფინანსება პარტიების და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაგალითად, ქართული ოცნების ძირითადი შემოსავალი იყო შავი ფული, რის გამოც ქართულმა ოცნებამ არ დასაჯა ფარცხალაძე. ამიტომ ქართული ოცნებისთვის ეს არის მხოლოდ ფასადური მიდგომა, რაც გუილისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო დაავიწროონ პარტიული დაფინანსების სფერო,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
როდესაც ლაპარაკობენ პარტიულ დაფინანსებაზე, ვილაპარაკოთ სად უნდა იყოს ანგარიშგების და აუდიტის მექანიზმები, სად უნდა იყოს ამის კონტროლის მექანიზმები, არის თუ არა პოლიტიკურად დამოუკიდებელი, როდესაც პრემიერის მიერ დანიშნული ადამიანები ახორციელებს პარტიების დაფინანსების მონიტორინგს - აქვს თუ არა შესაძლებლობა მას, რაღაც ინფორმაცია დამალოს ან არ დამალოს, საერთოდ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული. მოდით, ვიყოთ გულწრფელები, საითაც უნდა ოცნება იქითა მხრიდან მიაბამს სახელურს ამ ჭიქას,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.