ხუბულურის გათავისუფლება ფარსია - ,,ენმ" გორის მერიიდან გახარიას კადრის გათავისუფლებაზე
გახარიას კიდევ ერთი კადრის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებას უკვე მოჰყვა ადგილობრივი ოპოზიციის შეფასებები გორში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შეთანხმებული სცენარია ივანიშვილსა და გახარიას შორის და ამგვარი პოლიტიკური დევნა მათთვის ღიმილის მომგვრელია. ხელისუფლების ოპონენტები გახარია-ივანიშვილის შეთანხმებაზე საუბრობენ.
,,ნაცმოძრაობაში" არ სჯერათ, რომ ოლეგ ხუბულურის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ხუბულურს გაცხადებული ჰქონდა, რომ მისი პოლიტიკური სიმპათია გახარიას მიმართ იყო, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გახარია -ივანიშვილი ერთ თამაშს თამაშობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ გახარია პოლიტიკურ ველზე ივანიშვილმა იმიტომ დააბრუნა, რომ ,,ოცნება" გაკოტრებულია.
ხუბულურის პოსტიდან გაშვება ფარსია. რადგან არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდში იქნება. გახარია ცდილობს, ,,ქართული ოცნების" ხმები მიიღოს, რა თქმა უნდა, გახარია ,,ქართული ოცნებაა", ის ივანიშვილის სატელიტია, ამბობს ნანა ლოთიშვილი, ,,ნაცმოძრაობის" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი.
გორის მერმა შესყიდვების სამსახურის უფროსი მოადგილე, ოლეგ ხუბულური, სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. ხუბულური პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.