მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროინტეგრაციას, მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები - ბოლსტრომი

11.12.23 14:04
მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროინტეგრაციას, მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები - ბოლსტრომი

"მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები", – ეს განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბოლსტრომიმ გააკეთა.

მისივე თქმით, ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯებია საჭირო.

ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია, რაც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. რა თქმა უნდა, სამივე ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები. ჩვენ ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები