ტყუილის ჭაობში ვართ და ეს კვლევებშიც აისახება - მამუკა ხაზარაძე NDI-ის კვლევაზე
"ტყუილის ჭაობში ვართ და ეს კვლევებშიც აისახება", - ეს განცხადება „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას გააკეთა.
"ლელოს" ლიდერის თქმით, საზოგადოება ტყუილით არის გაჯერებული და ამაში დიდ როლს სხვადასხვა პოლიტიკოსი ასრულებს.
ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც 30 წლის ქართულმა პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა შექმნეს. თავდაპირველად, ეს არის ტყუილი, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი საზოგადოება და რომელშიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ სხვადახვა დროის და პარტიის პოლიტიკოსები. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე ვესაუბროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ამ ჭაობიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვართ ტყუილის ჭაობში და შესაბამისად, ეს კვლევებშიც აისახება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.