ადამიანებს, რომლებმაც თავისი ჩატარებული არჩევნები წააგეს, ივანიშვილის არჩევნებში პერსპექტივა არ მგონია, ჰქონდეთ - ფარულავა

11.12.23 14:47
ადამიანებს, რომლებმაც თავისი  ჩატარებული არჩევნები წააგეს, ივანიშვილის არჩევნებში პერსპექტივა არ მგონია, ჰქონდეთ - ფარულავა

ის ადამიანები, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმი ლაშა ფარულავა საუბრობს და პარტიიდან ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების წასვლას ეხმიანება. 

ფარულავა ამბობს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად ენმ რჩება და რეჟიმის შეცვლაც მხოლოდ მათ და მიხეილ სააკაშვილს შეუძლია. 

ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა გააკეთოს სწორი არჩევანი და შეაფასოს მოვლენები როგორც არის რეალურად.

რეალურად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური ძალა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ლიდერი, ანტიპუტინისტური მოძრაობის რეგიონული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის ამ რეჟიმის ტყვე და საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, - განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

მსგავსი სიახლეები