დეკანოიძე: არცერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ხალხს - ეს არის ფასების ზრდა, ემიგრაცია, უმუშევრობა

11.12.23 14:50
დეკანოიძე: არცერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ხალხს - ეს არის ფასების ზრდა, ემიგრაცია, უმუშევრობა

NDI-ის კვლევას, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ეხმაურება. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, კვლევა საყურადღებოა, რადგან აჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიები მოსახლეობის რეალურ პრობლემებს არ ასახავენ, რაც იწვევს სწორედ რეიტინგისა და ნდობის  ცვლილებას.

კვლევაში ერთ-ერთ კითხვა ზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენთან ახლოს, 50 პროცენტი ამბობს, რომ არცერთი. იმიტომ, რომ პრაქტიკულად, არცერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ხალხს - ეს არის ფასების ზრდა, ძალიან სერიოზული ეკონომიკური მდგომარეობა, რის გამოც, უამრავი ადამიანი მიდის ემიგრაციაში და უმუშევრობა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არ ამბობს ხმამაღლა, რომ ის ოპოზიციას აძლევს ხმას, იმიტომ, რომ ეს განსაკუთრებული შიშის ფაქტორია,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

მსგავსი სიახლეები