ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას - კულება

11.12.23 15:02
ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას - კულება

დღევანდელი დისკუსიია არა იმდენად კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანებას, არამედ ევროკავშირის მომავალს ეხება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო და დიდი ისტორიული შეცდომა იქნებოდა იმ მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან.

ჩემი აზრით, ახლა არის ერთი დიდი ჯგუფი, რომლებსაც უწოდებენ ევროკავშირის გაფართოების მონაწილეებს. ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია პროგრესი, რაც უნდა იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი გაფართოების კომიდან უკრაინამ გამოიყვანა. ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. არც ჩვენ და არც საქართველოს ევროპული პერსპექტივაც კი არ გვქონდა მონიჭებული და ახლა ევროკავშირისთვის ამ გამოღვიძების მომენტის დაკარგვა, მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან, იქნებოდა დიდი ისტორიული შეცდომა. დღევანდელ დისკუსიებზე საქმე არა იმდენად კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანებას, არამედ ევროკავშირის მომავალს ეხება. არა მხოლოდ როგორც გაერთიანებისა, არამედ როგორც ევროპული სიძლიერის წყაროსი“,  – განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, ახლა ევროკავშირმა უნდა შეასრულოს "თავის საშინაო დავალება". როგორც კულება ამბობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დღეს პირველად ხვდება ის უნგრეთის საგარეო მინისტრს.

დღეს აქ ვარ, სადაც ყურადღებას გავამახვილებთ არა მხოლოდ საგარეო საკითხებზე, არამედ ევროპული საბჭოს მიერ მოსამზადებელ საკითხებზე. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას.

დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვხვდები. ეს იქნება ჩვენი პირველი პირისპირი შეხვედრა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ და ვფიქრობ, ეს ფაქტი უკვე თავისთავად მეტყველებს, რომ ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს, ვესაუბრებით უნგრეთს. როგორც ვთქვი, უკრაინამ შეცვალა კანონმდებლობა განათლებისა და ეროვნული უმცირესობების ენის გამოყენების შესახებ იმ მხრივ, როგორც უნგრეთს სურდა, შეცვლილიყო. ამიტომ ეს ფაქტი უნდა დაფასდეს," - ამბობს კულება. 

მსგავსი სიახლეები