"ჩვენი ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანაში ვერ ხედავენ მომავალს" - რა გეგმა აქვს "ლელოს"
რატომ გარბიან ახალგაზრდები მასობრივად ქვეყნიდან - პარტია "ლელომ" შეისწავლა და გაირკვა, რომ ძირითად შეთხვევაში სამშობლოდან სტუდენტები უპერსპექტივობის გამო გარბიან.
"ლელოს" თანახმად, ახალგაზრდები საქართველოში ვერ შოულობენ სამსახურს, მძიმე სოციალური ფონის გამო კი თავის გატანა უჭირთ. მამუკა ხაზარაძემ ახალგაზრდებს დღეს გააცნო გეგმა, თუ როგორ წარმოუდგენია ამ რეალობის შეცვლა.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანაში ვერ ხედავენ მომავალს. "ლელოს" ინიციატივაა, რომ 6-თვიანი კერძო და სახელმწფიო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, ამ ახალგაზრდებს მიეცეთ ანაზღაურებადი პრატიკის საშუალება. მივცეთ საშუალება, რომ ის ცოდნა, რად ბაკალავრიატზე სწავლის დროს მიიღეს, გადათარგმნონ პრაქტიკულ საქმიანობააში და დამკვიდრდნენ საქართველოში,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.