ე.წ. პრეზიდენტის დაძახებაზე მისვლას არ ვაპირებთ... რა გზასაც ადგას, კისერს მოიტეხს - ღუდუშაური

11.12.23 15:39
ე.წ. პრეზიდენტის დაძახებაზე მისვლას არ ვაპირებთ... რა გზასაც ადგას, კისერს მოიტეხს - ღუდუშაური

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ  დიდ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ე.წ. პრეზიდენტის დაძახებაზე არავინ არსად მივა. მისი თქმით, ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით კისერს მალე მოიტეხს. 

არანაირ დაძახებაზე ჩვენ, ბუნებრივია, ამ ფორმალური ე.წ. პრეზიდენტისა ჩვენ არ დავდივართ. ის რა გზასაც ადგას, ნამდვილად მოიტეხავს კისერს. აუცილებლად ასე იქნება, იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან დიდ უხერხულ სიტუაციაშია. ხელოვნურად იგონებს რაღაც თემებს . თუ უბრალოდ მას ჩაის ან ფინჯანი ყავის დალევისთვის თანამეინახები არ ჰყავს და ახლა ცდილობს, რომ ახლა ცდილობს მოიგონოს... უნდა ძალიან კარგად ესმოდეს ზურაბიშვილს, რომ ცუდ გზას ადგას. ეს არის უდიდესი ფარისევლობა. სალომე ზურაბიშვილის დაძახებაზე არავინ არ აპირებს სადმე მივიდეს, - ამბობს ღუდუშაური. 

ზურაბიშვილი 13 დეკემბერს ათონელის სასახლეში ელოდება მთავრობის როგორც მოქმედ წევრებს, ისე ყოფილი ხელისფლებების წარმომადგენლებსაც.

მსგავსი სიახლეები