რა შავი ფული, რა რუსული ფული... თუ სადმე შავი ფული ტრიალებს, ეს არის სწორედაც ენმ - ღუდუშაური
"ქართული ოცნება" ამ დრომდე ვერ ხსნის, რატომ უზღუუუდავს იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანასებას. თუ მმართველ პარტიას დავუჯერებთ, პარტიების დაფინანსების წესი მხოლოდ იმიტომ იცვლება, რომ ევრო რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოიყვანონ კანონმდებლობა.
აბსოლუტური ბოდვები, ისეთი ბოდვები - ზოგადად, ოპონენტებზე როდესაც საუბრობთ, გთხოვთ, რომ დააკონკრეტოთ - ოპონენტებში მოიაზრებიან ზოგჯერ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი თავისაც არ სჯერათ. რა ოპონენტებზე ამბობთ, რა შავი ფული, რა რუსული ფული, ცოტა ახლოს მაინც იყავით რეალობასთან, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ თუ სადმე შავი ფული ტრიალებს, ეს არის სწორედაც ენმ,“ - ამბობს ღუდუშაური.
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები უკავშირდება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გაიცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით არჩევნების შემდგომ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ცვლილება, რაც არის გათვალისწინებული ამ მიმართულებით, იყოს შესაბამისობაში რეკომენდაციებთან,“ - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.