შავი ფულით ახერხებენ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება - ნაცვლიშვილი "ოცნებაზე"
"„ქართული ოცნება“ ცრუობს, რომ თითქოს ეს კანონპროქტი მოემსახურება ევრორეკომენდაციის შესრულებას დეოლიგარქიზაციასთან მიმართებაში," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს და პარტიების დაფინანსების შეზღუდვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეხმაურება.
ნაცვლიშვილის შეფასებით, კანონპროექტი, რომლის განხილვასაც "ოცნება" დაჩქარებული წესით გეგმავს, მმართველი პარტიის შემოსავლების გაკონტროლებას ვერ შეძლებს. ნაცვლიშვილის თქმით, "შავი ფული" რეალურად "ქართულ ოცნებას" აქვს.
თუ „ოცნებას“ აქვს სურვილი, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას, ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, მათ შორის, პოლიტიკაში შავი ფულის ტრიალი, რომლის მთავარი ვარსკვლავი სწორედ „ოცნება“ა. ეს უნდა შეზღუდოს, მაგრამ ამას არ ზღუდავს, რადგან სწორედ შავი ფულით ახერხებენ ისინი, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო აკვირვებს. ის ძალა, რომელიც ჭუჭყიანი ფულით ძალაუფლებას ინარჩუნებს, რა თქმა უნდა, არასდროს არ მიიღებს ისეთ კანონებს, რომ გამჭვირვალე იყოს დაფინანსების მექანიზმები, - ამბობს ნაცვლიშვილი.