სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა
ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო - ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს სურს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს.
ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული ღირებულებების წინ წაწევაში.
როგორც მედია წერს, სალომე ზურაბიშვილს ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო პატივით დახვდნენ. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული ძალისხმევა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები და სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში.
როგორც ჩეხური მედია წერს, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს და ჩეხეთის დეპუტატების პალატის სპიკერს.
პრეზიდენტს ჩეხეთში ვიზიტზე საქართველოს პრემიერის თანხმობა არ ჰქონდა. საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული.