ზელენსკი: ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე

11.12.23 16:39
ზელენსკი: ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ესაუბრა.

ინაუგურაციის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე და ცხადია, ჩვენს ევროპულ საქმეებზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანთან არგენტინაში მცირეხნიანი დიალოგი გუშინ გამართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიდეოტრანსლაციის დროს კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად განიხილავდნენ რაღაცას, მაგრამ მათი საუბრის ხმა არ ისმოდა და შესაბამისად, შინაარსიც უცნობია. 

მსგავსი სიახლეები