ნაკლებად საინტერესოა, ცალკეული პიროვნებები რა განცხადებებს გააკეთებენ. ფაქტია, რომ ხაბეიშვილი არის ამ რეგიონში პარტიებს შორის ყველაზე დემოკრატიული წესით არჩეული თავმჯდომარე - ნადირაძე
“ნაკლებად საინტერესოა ცალკეული პიროვნებები რა განცხადებებს გააკეთებენ. ფაქტია, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ამ რეგიონში პარტიებს შორის ყველაზე დემოკრატიული წესით არჩეული თავმჯდომარე, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილმაც არაერთხელ გააკეთა კომენტარი და განცხადება, მაგრამ როგორც ჩანს მათ წაგება ვერ მოინელეს," - ეს განცხადება საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ გააკეთა.
ნადირაძე პარტიიდან ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების წასვლას ეხმაურება.
ეს პერიოდი „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ აქვს გავლილი, ბევრჯერ ვნახეთ ჩვენ პოლიტიკური სუბიექტების წასვლა პარტიიდან. მთელი ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გააქროს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ჯერზე გამოვიდა კიდევ უფრო გაძლიერებული და ამჯერადაც ასე იქნება, ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი არჩევნებისთვის, რომ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდეს პირველ ადგილზე ჩვენს დასავლელ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაკეთოთ ეს კოალიცია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამოიყვანს ამ ქვეყანას გაჭირვებიდან და გავხდებით ევროპული ქვეყანა.
ნაკლებად საინტერესოა ცალკეული პიროვნებები რა განცხადებებს გააკეთებენ. ფაქტია, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ამ რეგიონში პარტიებს შორის ყველაზე დემოკრატიული წესით არჩეული თავმჯდომარე, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილმაც არაერთხელ გააკეთა კომენტარი და განცხადება, მაგრამ როგორც ჩანს მათ წაგება ვერ მოინელეს, გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ახალი პოლიტიკური პარტია და ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ ახდენდნენ ამ პარტიის დაზიანებას, რომ მისულიყვნენ იმ საერთო გადაწყვეტილებამდე შემდგომში, საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც ჰქვია ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავსი პროცესი, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თანავარსკვლავედიც რომ გადიოდა მაშინ იმ დროინდელი პოლიტიკური ელიტის, იმაზე მეტი იქნებოდნენ, ვიდრე იყო მიხეილ სააკაშვილის პარტია, მაგრამ როგორც დაასრულეს ყველამ ერთად ვნახეთ და დღეს კვლევებშიც არ იძებნებიან ეს ადამიანები, “- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.