"ერთ პურს, რომ ვიყიდი, ორი კვირა მყოფნის, ამ გაჭირვებას ვეღარ ვუძლებ" - რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას

11.12.23 17:19
"ერთ პურს, რომ ვიყიდი, ორი კვირა მყოფნის, ამ გაჭირვებას ვეღარ ვუძლებ" - რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას

 

 

 

ემიგრაცია, სიღარიბე, უმუშევრობა - ამ მთავარ პრობლემებზე მოსახლეობა "პირველებთან" საუბრობს. მოქალაქეები ადასტურებენ იმას, რაც NDI-ის კვლევამ აჩვენა. 

"პირველებთან" მოქალაქეები ამბობენ, რომ დასაქმება და დაბალი ანაზღაურება არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც მათი ოჯახის წევრები ქვეყანას ტოვებენ.

ნეტავ, მეც წამიყვანა, შემეძლოს და წამიყვანა იმიტომ, რომ ამ გაჭირვებას მე ვეღარ ვუძლებ, წამლებში არ მყოფნის ჩემი პენსია, რომ შემეძლოს, ერთი დღეს არ გავჩერდები.
ერთ პურს, რომ ვიყიდი, მე ორი კვირა მყოფნის - არ ვჭამ ბევრს, რომ ვიზოგავ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

წასულები არიან ჩემი ოჯახის წევრები. როგორც ყოველთვის, საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ადამიანი თავს ვერ ირჩენს. უსაშველო ფასებია, ხალხი გაჭირვებულია, ზოგი შიმშილით კვდება,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

არის ოჯახები, რომელსაც ერთი თვის მანძილზე ხორცი არ უჭამიათ. ეს ცილოვანი შიმშილია, ფაქტობრივად,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ჩემი ოჯახიდან წავიდა ჩემი გოგო იმიტომ, რომ აქ სადაც მუშაობა დაიწყო, დაბალი ანაზღაურება ჰქონდა, ძალიან განიცდის იქ ყოფნას და იმედია, ისეთი საქართველო შეიქმნება, რომ დაბრუნდეს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ქვეყანაში არის უკიდურესი მდგომარეობა, ყველას უჭირს და იმიტომ მიდიან ემიგრაციაში, ჩემი და წავიდა, არ იყო აქ გაჩერების პირობები, ოჯახი დატოვა, შვილი დატოვა, ძალიან გაუჭირდა, მაგრამ უკიდურესი მდგომარეობა იყო და იმიტომ წავიდა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

საზოგადოების განწყობა საქართველოში - NDI 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. ყველაზე დიდი პრობლემა კი ემიგრაციაა - მოქალაქეები, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. ერთ-ერთ მთავარი პრობლემა არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა - მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, სიღარიბისა და ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე. 

მსგავსი სიახლეები