შეიარაღებული თავდასხმა დმანისის ყოფილ მერზე პროკურატურამ სრულყოფილად უნდა გამოიძიოს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

11.12.23 17:41
შეიარაღებული თავდასხმა დმანისის ყოფილ მერზე პროკურატურამ სრულყოფილად უნდა გამოიძიოს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

დმანისის ყოფილ მერზე შეიარაღებული თავდასხმა პროკურატურამ სრულყოფილად უნდა გამოიძიოს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" ფიქრობენ, რომ დამნაშავეების დაუსჯელობა ძალადობის წახალისება იქნება, ეს კი სერიოზულ ზიანს მიაყენებს 2024 წლის არჩევნებს. 

კითხვებს აჩენს გამოძიების მიმდინარეობა - დაზარალებულმა არასამთავრობო სექტორს უთხრა, რომ სამართალდამცველებმა არასრულყოფილად ამოიღეს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, არ გამოუთხოვიათ არც "ქართული ოცნების" მომხრეების მობილური ტელეფონის მონაცემები, რაც ამყარებს ეჭვს, რომ პროკურატურას არ უნდა დასაჯოს ხალხი, ვინც პოლიტიკურ ოპონენტს პოლიტიკური ნიშნით გაუწორდა.

გამოძიების მიმართ სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - აუცილებელი იყო ამ ორი პიროვნების სატელეფონო ჩანაწერების, ანძებიდან გადაადგილების მონაცემების ამოღება, მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს ამოღებული გამოძიებას. ასევე საბანკო ანგარიშების ბრუნვა, რა მოხდა შემთხვევამდე და შემთხვევბის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიება არ არის განხორციელებული," - ამბობს გიორგი ტატუაშვილი.

ჩვენ მოვუწოდებთ პროკურატურას, ძალიან სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისთვის ამ შეიარაღებული თავდასხმის. ეს იქნება მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ უდგება ხელისუფლება 20204 წლის წინასაარჩევნო პერიოდს. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს წახალისება მსგავსი ძალადობრივი ინციდენტებისა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდისთვის, როდესაც გააქტიურდება კამპანია ოპოზიციური პარტიებისა," - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი.

 

მსგავსი სიახლეები