"პრემიერს ვთხოვთ, რაც შეიძლება მალე შეგვხვდეს" - მასწავლებლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს

11.12.23 17:49
"პრემიერს ვთხოვთ, რაც შეიძლება მალე შეგვხვდეს" - მასწავლებლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს

პრემიერ-მინისტრს მასწავლებლები შეხვედრას სთხოვენ. მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ ღარიბაშვილის სამსახურში შესაბამისი მოთხოვნით წერილი ჩააბარეს. 

სკოლის დირექტორების კონკურსის დაბლოკილ კანდიდატებს მთავრობის მეთაურთან სურთ საკუთარ პრობლემებზე საუბარი.

პედაგოგები კვირაზე მეტია, ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციას განათლების სამინისტროსთან მართავენ.

მივმართეთ სამჯერ და დღეს უკვე მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა. პრემიერს ვთხოვთ, რაც შეიძლება მალე შეგვხვდეს მე და მაია ეკალაძეს, რა თქმა უნდა, ამ პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის მორიგი საფეხური ჩვენი მოქმედებისა, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს,“ - განაცხადა დავით ფერაძემ.

კიდევ ერთხელ გადავინაცვლებთ კანცელარიიდან პარლამენტთან და ყველა პოლიტიკურ ლიდერს ვთხოვთ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრება ამ პროცესებთან დაკავშირებით - განათლების, ბავშვების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს მთლიანად საზოგადოება და განსაკუთრებით პოლიტიკური სპექტრი,“ - ამბობს მაია ეკალაძე.

 

მსგავსი სიახლეები