მადლობა მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - გერტ იან კოპმანი დარჩიაშვილს
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მადლობას უხდის იმ შრომისთვის, რაც მან და მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე განახორციელეს.
დიდი მადლობა კიდევ ერთი შესანიშნავი საუბრისთვის, ძვირფასო ილია და მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე," - აღნიშნავს ის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ საუბარს ილია დარჩიაშვილიც ეხმაურება და წერს, რომ შეხვედრის ფარგლებში მან "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, კოპმანის მიაწოდა.
მქონდა ძალიან კარგი საუბარი გერტ იან კოპმანთან. ველოდებით რა უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მე მას მივაწოდე ინფორმაცია იმ სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. მოუთმენლად ველით კიდევ ერთ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე," - წერს დარჩიაშვილი X-ზე.