4 დღე ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - როგორი იქნება ბრიუსელის ვერდიქტი
4 დღე ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - ბრუსელში პოლიტიკური ტემპერატურა პიკს აღწევს. საქართველოსთვის პოზიტიური სიგნალები მოდის. ევროპელი ლიდერები დღეს ერთი მეორეს მიყოლებით ადასტურებდნენ, რომ მხარს დაუეჭრენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ქართველი ხალხის ბრძოლამ ევროკავშირი დაარწმუნა, რომ ქვეყნის მოსახელობის არჩევანი ევროპაა, თუმცა ბრუსელში ეს დღეები მთავარი თემა უკრაინა იქნება. ამ საკითხზე ჯერ კონსენსუსი არ არის.
უკრაინის გარეშე არანაირ გაფართოებაზე საუბარი არ იქნებოდა - ზელენსკის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ევროპელი ლიდერების მიმართ კატეგორიული იყო. პარალელურად, თავად პრეზიდენტი ზელენსკი დღეს არგენტინაში ცდილობდა დაერწმუნებინა უნგრეთის პრემიერი, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა.
ევროპას დრო პარასკევამდე აქვს. სწორედ ამ 4 დღეში უნდა შეძლონ ორბანის დარწმუნება, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე უარი ბრუსელისთვის გეოპოლიტიკური კრახის ტოლფასია.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.