ექსპრემიერის ხმაურიანი განცხადებები - გახარიამ „ოცნებას“ კიდევ ერთხელ დაარტყა
"პარლამენტის თავმჯდომარე სისულელეებს ბოდიალობს" - გახარიამ მის ყოფილ თანგუნდელებს დღეს კიდევ ერთხელ დაატყა. "დების და ნათესავების საშუალებით აგროვებენ ქონებას, ზოგმა იმდენი მოიპარა, რომ ეშინია პასუხსმგებლობის" - ეს განცხადებები გახარიამ რაჭაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. ამბობს, რომ ის, ვინც მისი პრემიერობის დროს კართან იდგა და შეღავათებს ითხოვდა, მისი გადადგომის შემდეგ ყველაფერი მიიღო.
ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ ნაცმოძრაობისა და "ქართულ ოცნებას" შორის დიდი პოლიტიკური ალიანსია გაფორმებული. ნაცმოძრაობის დასუსტება კი ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" არ აწყობს. გახარია ამტკიცებს, რომ რეგიონებში "ოცნების" მხარდამჭერები, რომლებსაც პატარა ბიჭებად მოიხსენიებს, ხალხს სთხოვენ, არჩევანი ან მათზე ან ნაცმოძრაობაზე გაკეთონ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.