გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რეკორდული რაოდენობა - მოქალაქეების 47%-მა არ იცის, ვის მისცეს ხმა
გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საქართველოში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რეკორდული რაოდენობაა. NDI-ს მიერ გამოკითხული მოქალაქეების თითქმის ნახევარმა არ იცის, ხმა ვის უნდა მისცეს. ასეთი მძიმე პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში, პრაქტიკულად, არასდროს ყოფილა. ირკვევა,რომ არცერთი პარტია ხალხის ინტერესებთან ახლოს არ დგას. "ქართულ ოცნებას" ყოველი ხუთი მოქალაქიდან ოთხი მხარს არ უჭერს.
კვლევის შედეგები დამაფიქრებელია ოპოზიციისთვის. არსებულ რეალობაში ვერცერთი პარტია საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მიიღებს. რა უნდა ხალხს? კვლევის შედეგები მოქალაქეებისგან, სავარაუდოდ, არის გზავნილი, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს და მართვის სადავეები ხელში კოალიციურმა მთავრობამ აიღოს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.