ვინ ავსებს შავი ფულით „ოცნების" სალაროს - ოპოზიცია ხელს ფარცახალიძისკენ იშვერს

11.12.23 20:43
ვინ ავსებს შავი ფულით „ოცნების" სალაროს - ოპოზიცია ხელს ფარცახალიძისკენ იშვერს

 

 

ვინ ავსებს შავი ფულით "ქართული ოცნების" სალაროს?  ოპოზიცია ოთარ ფარცხალაძის შესახებ ალაპარაკდა. მათი ინფორმაციით, ივანიშვილის დავალებით პარტიაში რუსული ფული დასანქცირებულ ყოფილ პროკურორს შეაქვს. ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულ ფარცხალაძეს ხელისუფლება ასე თავგამოდებით  იცავს.

ოპოზიციამ კარტები  მას შემდეგ გახსნა, რაც "ოცნებამ" პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო. მალე ძალაში შევა კანონი, რომელიც ყველაზე მძიმე ფინანსური დარტყმა ოპოზიციური პარტიებისთვის იქნება, რადგან "ოცნებას" შემოვლითი გზები უკვე მოძებნილი აქვს, როგორ უნდა მიიღოს დიდი ფული მსხვილი კომპანიებიდან. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.