კოვიდპანდემიის მოტივით აზერბიჯანი-საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო პუნქტები 2024 წლის 2 აპრილამდე დაკეტილი ქნება
კოვიდპანდემიის მოტივით აზერბიჯანი-საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო პუნქტები 2024 წლის 2 აპრილამდე დაკეტილი ქნება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend ავრცელებს.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2022 წლის გაზაფხულიდან, უკვე 4 წელია დაკეტილია.
ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ კარანტინის რეჟიმს იქამდე შეინარჩუნებს, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
ამ დროისათვის სახმელეთო გზით აზერბაიჯანიდან გასვლა მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. მათ საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ თვითმფრინავით აქვთ.
JAM News-ისს ცნობით, დაკეტილი სახმელეთო საზღვრები ქვეყანაში კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ერთადერთ შეზღუდვად რჩება. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კოვიდი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და მსოფლიო მასშტაბით საზღვრები ყველამ უნდა ჩაკეტოს. აღნიშნული შეზღუდვა გაუმართლებლად მიაჩნია ადგილობრივ ოპოზიციას.
2023 წლის აგვისტოში საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯენელებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მიმართეს თხოვნით, გახსნას სახმელეთო საზღვრები, რათა ადამიანებმა ერთმანეთთან თავისუფლად მიმოსვლა შეძლონ.