მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის ურყევი მხარდაჭერისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინში - ზურაბიშვილი
"მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის მხარდაჭერისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინში", - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას.
ზურაბიშვილის თქმით, ოფიციალური ვიზიტი ქართველ და ჩეხ ხალხს შორის ურყევ კავშირს უსვამს ხაზს.
მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის, იმ დროს, როდესაც ამ კვირაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველოდებით.
საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევი კავშირის აღმნიშვნელია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.