რომ გვქონდეს ძალა ტერიტორიები ძალისმიერად დავიბრუნოთ, ასე ვიზამდით, ალბათ - დავითულიანი
"სამწუხაროდ დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორიები ახლა დავიბრუნოთ" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი გალში თემურ კარბაიას მკვლელობას.
პოლიტიკოსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ექნებოდა ძალა ოკიპირებული ტერიტორიების დაბრუნების, მთავრობა ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა.
სამწუხაროდ დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორიები ახლა, დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ასე მოვიქცეოდით, ალბათ. აი იმ პირობებში - როცა რაღაცები ხდება იქ და ჩვენ მოქალაქეებს კლავენ და მათ უფლებებს არღვევენ," - აღნიშნა დავითულიანმა.