რუსული ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ საქართველო ქართველების გარეშე დარჩეს - სამუშია

11.12.23 22:07
რუსული ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ საქართველო ქართველების გარეშე დარჩეს - სამუშია

საქართველო ქართველების გარეშე - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი ლევან სამუშია რუსების უკონტროლო შემოსვლასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები რუსულ პოლიტიკას ატარებენ, რომელთა მიზანიც ქართველებისთვის ქვეყნის დატოვების იძულებაა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ახალგაზრდები საქართველოში განვითარების შესაძლებლობას ვეღარ ხედავენ.

ჩვენ კარგად ვიცით და "ლელო" ამასთან დაკავშირებით ბევრს მუშაობს, რომ საქართველოდან მოქალაქეები გარბიან, რაც არის "რუსული ოცნების" და რუსული ხელისუფლების პოლიტიკა, რომ საქართველო ქართველების გარეშე და ქართველები აიძულონ, დატოვონ ქვეყანა და მათ ადგილას შემოვიდნენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვის და კონტროლის გარეშე. კვლევამ გვაჩვენა, რომ საქართველოს მასიურად ტოვებენ ახალგაზრდები, პერსპექტივის განცდა არ გააჩნიათ რუსული ხელისუფლების პირობებში და მათთვის მთავარია, რომ ქვეყანა დატოვონ," - აღნიშნა სამუშიამ.