"ოცნება" მეტად მუშაობს ნიჰილიზმის დასათესად, ვიდრე საკუთარი რეიტინგის ასაწევად - ბოტკოველი

11.12.23 22:18
"ოცნება" მეტად მუშაობს ნიჰილიზმის დასათესად, ვიდრე საკუთარი რეიტინგის ასაწევად - ბოტკოველი

"ოცნება" მეტად მუშაობს ნიჰილიზმის დასათესად, ვიდრე საკუთარი რეიტინგის ასაწევად" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმისთვის ნიჰილიზმი სიკეთის მომტანია.

ენმ-ის წევრი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაუსრულებელი დავის შეწყვეტისკენ და კონკრეტული მიზნების კონცენტრირებისკენ მოუწოდებს.

ამ კვლევაში ახალი არაფერი არ თქმულა. მთავარი, რასაც დღეს რუსული ოცნება და ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ცდილობს, ეს არის ნიჰილიზმი დათესონ ხალხში. იმაზე მეტად მუშაობს ნიჰილიზმის დასათესად, ვიდრე საკუთარი რეიტინგის ასაწევად, რადგან იცის, რომ ნიჰილიზმი ყველაფრის მომტანია მათთვის სასიკეთოდ. ნიჰილიზმის დათესვის ხელის შეწყობა არის ის, რომ ჩვენ აქ ახლა ერთმანეთის ჭამას დავიწყებთ და ერთმანეთის ინიციატივებზე დავიწყებთ შედავებას. უმნიშვნელოვანესია, რომ რაღაც საკითხებზე ვკონცენტრირდეთ და ამისთვის მოვემზადოთ გამარჯვებისთვის," - აღნიშნა ბოტკოველმა.