"ჩვენ მივდივართ ევროკავშირისაკენ და რუსეთი გამწარებულია იმ ქმედებებით, რომ კარგავს კავკასიის რეგიონს" - დავითაია

11.12.23 22:52
"ჩვენ მივდივართ ევროკავშირისაკენ და რუსეთი გამწარებულია იმ ქმედებებით, რომ კარგავს კავკასიის რეგიონს" - დავითაია

კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირისაკენ - "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია "ტვ პირველის" ეთერში რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი კავკასიის რეგიონზე კონტროლს კარგავს, რასაც ოკუპანტების მიერ საქართველოს არაერთი მოქალაქის მკვლელობა ცხადყოფს.

პაატა დავითაიას თქმით, რუსეთს თბილისში საკუთარი დროშის აღმართვა და სამხედრო კომენდანტი სჭირდება, თუმცა ქართველი ხალხის ნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ეწინააღმდეგება კრემლის ინტერესებს.

ჩვენ მივდივართ ევროკავშირისაკენ და რუსეთი გამწარებულია იმ ქმედებებით, რომ კარგავს კავკასიის რეგიონს. რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ხელისუფლება არის საქართველოში, რა დონის დათმობით პოლიტიკას აწარმოებდეს ხელისუფლება, მას სჭირდება მთლიანად საქართველო, მას სჭირდება თბილისში რუსული დროშა. ჩვენ მოგვწონს ხელისუფლება თუ არ მოგვწონს ქართველი ხალხი არის გარანტი, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისაკენ. რუსეთისათვის ეს მიუღებელია, რადგან მათ თბილისში სჭირდებათ სამხედრო კომენდანტი, სხვანაირად ისინი თავის გეოპოლიტიკას ვერ განახორციელებენ," - განაცხადა დავითაიამ.