„დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში“ - ბჟანია

12.12.23 10:10
„დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში“ - ბჟანია

„დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში“ - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აკეთებს. ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო პოლიტიკაზე ე.წ. პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც  - "აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები" განიხილეს.

მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში არანაირი განვითარება არ მოხდეს. 
ამიტომ ვართ რუსეთთან!  აფხაზეთი რუსეთთან ერთად გლობალური კრიზისის ნაწილი აღმოჩნდა. მთელი ევროპა ჩაეფლო ამ კონფლიქტში.  სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გადამწყვეტი კონფლიქტის ბოლო ფაზაში შევიდა. ვფიქრობ, არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ იქ მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის შედეგი შორს არ არის, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.