72 საათი ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - რას დაუპირისპირებს EU უნგრეთის წინააღმდეგობას?
72 საათი ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - დაიწყებს თუ არა უკრაინა მოლაპარაკებებს წევრობაზე და მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს? ევროკავშირის ლიდერებმა საბოლოო გადაწყტილება უნდა მიიღონ. მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დასრულებულია. ბოლო საკითხები საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში საგანგებო სხდომაზე უკვე გაიარეს. ახლა მთავარი კითხვაა, რას დაუპირისპირებს ევროკავშირი 15 დეკემბრამდე უნგრეთს, რომლის პრორუსი პრემიერი გაფართოების წინააღმდეგია.
მინისტერიალის შემეგ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ახლა ურკაინის მხარდაჭერის შემცირების დრო არ არის.
მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ ახლა უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის. პირიქით, მისი გაზრდისა და დაჩქარების დროა. ჩვენ უკვე დავიწყეთ დიალოგი და საექსპერტო კონსულტაციები უკრაინის მიმართ უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ უკრაინას ოპერატიული და სამხედრო მხარდაწერა უნდა გავუწიოთ, მაგრამ ასევე, პრგნოზირებად გრძელვადიან დაფინანსებაზეც უნდა ვიფიქროთ. უკრაინას ორი ფრონტი აქვს, მეორე არის ევროკავშირის გზაზე წინსვლა. მნიშნელოვანი რეფორმები განხორციელდა. ევროპელმა ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ კვირაში. უკრაინელები იბრძიან ფრონტის ხაზზე და მუშაობენ ძალიან ბევრს რეფორმებისთვის ევროპულ გზაზე წინ წასასვლელად, - განაცხადა ბორელმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, რომელიც ასევე, მინისტერიასლ ესწრებოდა, მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის შესუსტება უკრაინელი ხალხისთვის დემოტივაცია იქნება და ასევე, ეს პროცესი მშვიდობის დამაყრებას არ დაეხმარება.
მთელი პროცესი ასე წავიდა: ევროკავშირი გვაძლევდა რეკომენდაციებს, უკრაინა ასრულებდა და დასასრულეს, თუ ევროკავშირი ვერ შეასრულებს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელიც მას განსაკუთრებულს ხდის, ერთიანობას და სანდოობას, მე გასაგებად ვუთხარი კოლეგებს, რომ ეს იქნება დემოტივაცია უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა ეს გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ქვეყნის დაცვაზე. თუ უკრაინის მხარდაჭერა შემცირდება, ეს მშვიდობის აღდგენას არ დაეხმარება, - განაცხადა კულებამ.