"ოცნებამ" ჩვენი კანონპროექტი თაროზე შემოდო - "ლელო" პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვს
"ლელო" პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვს - საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ანა ნაცვლშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი 9 თვის წინ შეიტანეს.
მისი თქმით, კომიტეტზე ამ კანონპრექტის არცერთი განხილვა არ ყოფილა.
ნაცვლიშვილი პიროტექნიკით დაზიანებული ადამიანების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მძიმე ვითარება "ქართულ ოცნების" გულგრილობის შედეგია.
მინდა, სრული და სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო მოზარდს, რომელიც გუშინ პიროტექნის გამოყენების შედეგად დაზიანდა. მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ პარლამენტში ჩვენს მიერ მომზადებულია და 9 თვე ადევს კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ, ეს კანონპროექტი რეგისტრირებულია 28 მარტს და "ქართული ოცნება" ისე აპირებს დაასრულოს სესია, რომ კომიტეტზე არცერთი განხილვა არ ყოფილა ამ კანონპროექტის. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგი არის ის, რომ ბავშვი დაზიანდა სამწუხაროდ, ახალი წლის პერიოდში არ არის იშვიათი მსგავსი დაზიანების ფაქტები. ეს არის იმ გულგრილობის შედეგი, როგორადაც "ქართული ოცნება" მოეკიდა ამ თემას. გამზადებული კანონპროექტი შემოდო თაროზე. ამ დროისთვის პირველი მოსმენაც კი არ არის ჩატარებული კანონპროექტის ირგვლივ. ასევე მე მიჭირვას ხელში გასული წლის სტატისტიკა, სადაც 87 ადამიანს, მათ შორის 19 ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. პიროტექნიკა არის საშიში ადამიანებისთვის, გვაქვს შეუქცევადი ჯანმრთელობის დაზიანების არაერთი შემთხვევა და ამ ყველაფრის მიმართ "ქართული ოცნება" ინარჩუნებს გულგრილ დამოკიდებულებას",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბავშვის მდგომარეომა მძიმეა.
ის მძიმე დაზიანებებით აჭარიდან თბილისში დამწვრობის ცენტრში გუშინ გადმოიყვანეს და ხეჩინაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.