პაპუაშვილი ივანიშვილის მესიჯების გამხმოვანებელია - ბერდია სიჭინავა

12.12.23 11:49
პაპუაშვილი ივანიშვილის მესიჯების გამხმოვანებელია - ბერდია სიჭინავა

პოლიტიკურ პროცესებში გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი პირი ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა საუბრობს. გიორგი გახარიას გუნდის წევრი პირაპირ ამბობს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები თანამებობის პირები მხოლოდ ფორმალურად არიან. მისი თქმით, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯომარე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არ იღებენ და ისინი მხოლოდ ივანიშვილის გადაწყვეტილებების "გამხმოვანებლები" არიან. 

კონკრეტულად ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ფორმალურად არიან პარლამენტის თავმჯდომარეები, პრემიერ-მინისტრები და ა.შ., ნამდვილად არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და შალვა პაპუაშვილი ნამდვილად არ არის ის თანამდებობის პირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან ზის, იმიტომ, რომ შალვა პაპუაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის თანაშემწის თანაშემწე ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან კარგად მახსოვს, შალვა პაპუაშვილი არ მონაწილეობდა არც იმ როს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არც ბუნებრივია, არ მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი არის გამხმოვანებელი იმის, რა მესიჯიც გასატანი აქვთ, - ამბობს ბერდია სიჭინავა.