გეგმავს თუ არა უმრავლესობა რუსული კანონის ან მისი ანალოგის უკან დაბრუნებას? - რა თქვა ხუნდაძემ

12.12.23 13:08
გეგმავს თუ არა უმრავლესობა რუსული კანონის ან მისი ანალოგის უკან დაბრუნებას? - რა თქვა ხუნდაძემ

რუსული კანონის თემა საპარლამენტო უმრავლესობამ უკან დაატრიალა. პარლამენტის სხდომა დეპუტატ ხუნდაძის განცხადებით გაიხსნა. ვრცელ გამოსვლაში "ხალხის ძალის" ლიდერმა თქვა, რომ არასამათავრობო ორგანიზაციების ფინანსური კონტროლისთვის კანონს იღებს ევროკავშირიც.

ხუდანძე ამბობს, რომ ჩაგდებული კანონი არა რუსული, არამედ ევროპულია და მისი მიღების საჭიროებებს გაუსვა ხაზი.

ამიტომაც, ახლა გაჩნდა განცდა, რომ უმრავლესობა არასამთავრობოებთან ბრძოლაში მეორე წრეზე წავიდეს და რუსული კანონი ან მისი ანალოგი უკან დააბრუნოს.

გაიგეთ, რას ამბობენ ევროპაში? რიგი არასამთავრობოები არაკეთილსინდისიერად იქცევიანო. ინსტიტუტების მოტყუებას ცდილობენო. მათი ფინანსური კონტროლი აუცილებელიაო. იმასაც ამბობენ, საჭიროა რეგისტრაცია და გამჭვირვალობაო. მათ ხალხის ნდობა სჭირდებათ და ხალხს მეტი ინფორმაცია მათზეო. ეს ყვეალფერი ევროპული ან ამერიკული ინგლისურიდან კარგად გესმით, ქართულიდან რატომ ვერ გაიგეთ? ან თუ ვერ გაიგეთ, წაგეკითხათ მაინც. მაგრამ თუ დაუკითხავად დაგიკვეთეს პროტესტი, მაშინ ახალგაზრდებისთვის მაინც გეცდიათ, რომ მათ წაეკითხათ და არც მათ დასჭირდებოდათ პოლიცილების ცოცხლად დაწვა ქალაქის ცენტრში",- განაცხადა ხუნდაძემ.