გიორგი გახარია ისტერიკაშია - ირაკლი კობახიძე
"გიორგი გახარია ისტერიკაშია," - ასე პასუხობს "ოცნების" თავმჯდომარე ყოფილი თანაგუნელის ბრალდებებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გახარია იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები კორუფციაში არიან ჩაფლულები და ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებიან.
რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შესახებ განცხადებას, უზრდელია და მაგაზე რა კომენტარი უნა გავაკეთო? რაც შეეხება თვითონ მის განცხადებებს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, მან აღიარა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა და მე მინდა, ციფრებშ გითხრათ რა არის ეს ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს, მაშინ გახარია იყო პრემიერი, იყო 16 მლრდ დოლარი. ამ წლის ბოლოსთვის გახდა 30 მლრდ დოლარი. ანუ ამ სამ წელიწადში საქართელოს ეკონომიკა გაიზარდა 14 მლრდ დოლარით. გახარია აცხადებს, ე.წ. ეკონომისტი, რომ ეს 14 მლრდ დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში. როგორც ვიცი, დაასახელა გვარები და ერთ-ერთი მე მომიხსენია. 25 ოჯახში თუ წავიდა, ერთი 28 მეხუთედი მინიმუმ მეკუთვნის აქედან...მინიმუმ, თანაბრად უნდა გადდანაწილებულიყო. სად არის ეს ჩემი 600 მლნ არ ვიცი. გახარიას შეიძლება ვკითხოთ და აღმოჩინოს. ეს აჩვენებს ისტერიკას, ეს კაცი არის ისტერიკაში, ამიტომ უზრდელობს შალვა პაპუაშვილის მიმართ და ამიტომ ავრცელებს სიცრუეს, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია აქამდე მის ყოფილ თანამებრძოლებს საეჭვო გარიგებებში ადანაშაულებდა, გუშინ კი უკვე თქვა, რომ "ოცნების" ლიდერების ნაწილს იმდენი აქვს მოპარული, რომ ქურდობის მასშტაბის უკვე თავადაც ეშინიათ.