შეიძლება თუ არა, სამომავლოდ პარლამენტში რუსული კანონის ანალოგი ვიხილოთ? - რას ამბობს კობახიძე
გეგმავს თუ არა უმრავლესობა რუსული კანონის ან მისი ანალოგის უკან დაბრუნებას? - "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტში ამ კანონის უკან შემობრუნებას არ აპირებენ.
კობახიძემ არ ისაუბრა, აპირებს თუ არა ხელისუფლება მსგავსი კანონის მიღებას სხვა სათაურით, თუმცა იგივე მიზნებით.
მისივე თქმით, ამ კანონის ჩაგდების მიუხედავად საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო ქართული არასამთავრობოების შესახებ.
ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს. საზოგადოებამ გაიგო ყველაფერი ამ ორგანიზაციების შესახებ, რას ემსახურებიან, რას არ ემსახურებიან, რა ინტერესებით მოქმედებენ, რა ინტერესებით არ მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, მთავარი, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის რეგულირება, არის ქართული საზოგადოება. სწორედ იმიტომ აქვს ამ ორგანიზაციებს ნულოვანი რეიტინი ჩვენს საზოგადოებაში, რომ ისინი ემსახურებიან არა ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერებებს, არამედ რაღაც სხვა ინტერესებს".- განაცხადა კობახიძემ.
რუსული კანონის თემა საპარლამენტო უმრავლესობამ უკან დაატრიალა. პარალემენტის სხდომა დეპუტატ ხუნდაძის განცხადებით გაიხსნა. ვრცელ გამოსვლაში "ხალხის ძალის" ლიდერმა თქვა, რომ არასამათავრობო ორგანიზაციების ფინანსური კონტროლისთვის კანონს იღებს ევროკავშირიც.
ამიტომაც, ახლა გაჩნდა განცდა, რომ უმრავლესობა არასამთავრობოებთან ბრძოლაში მეორე წრეზე წავიდეს და რუსული კანონი ან მისი ანალოგი უკან დააბრუნოს