მეგრული ისწავლე, გამოგადგება - ზარქუა გახარიას

12.12.23 13:31
მეგრული ისწავლე, გამოგადგება - ზარქუა გახარიას

ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ გიორგი გახარიას ბრალდებები მისი წინასაარჩევნო კამპანიაა. მმართველი პარტიის წევრი ყოფილ თანაგუნდელს წარუმატებელ ოპერაციებს ახსენებს. ზარქუას მტკიცებით, გახარიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მმართელი გუნდი  დარტყმის ქვეშ არაერთხელ დააყენა. 

ეტყობა, ცდილობს, წინასაარჩევნოდ გააქტიურდეს ბატონი გახარია. გახარია, რომელიც არის ავტორი მთელი რიგი ისეთი ოპერაციების, სადაც სახელმწიფო და მმართველი პარტია დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა. რომელი ერთი გავიხსენო? პანკისის ხეობაში ის სამარცხვინო ოპერაცია, ის, რომ კლუბებს შეუვვარდა და შემდეგ ბოდიშის მოხდა მოგვიწია თუ დანარჩენები კიდევ? და ბოლოს დააგვირგვინა, გვიმტკიცებდა უმრავლესობის სხდომაზე, რომ მელიასთან დაკავშირეით, რომ "ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, უნდა დავაკავოთ" და ორ დღეში გადაგა. რის გამო? აი, მელიას გამო... ახლა ეს კაცი, რომ გამოვა, რანაირად მივირო სერიოზულად? მე მას ვურჩევ, არჩევნების გარდა, მეგრული ისწავლე, გამოგადგება, - ამბობს ზარქუა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია აქამდე მის ყოფილ თანამებრძოლებს საეჭვო გარიგებებში ადანაშაულებდა, გუშინ კი უკვე თქვა, რომ "ოცნების" ლიდერების ნაწილს იმდენი აქვს მოპარული, რომ ქურდობის მასშტაბის უკვე თავადაც ეშინიათ.