რუსეთის ნებართვის გარეშე ხელისუფლებას არც სიხარულის და არ სამძიმრის გამოხატვის უფლება არ აქვს - ნათელაშვილი

12.12.23 14:28
რუსეთის ნებართვის გარეშე ხელისუფლებას არც სიხარულის და არ სამძიმრის გამოხატვის უფლება არ აქვს - ნათელაშვილი

რუსეთის ნებართვის გარეშე ხელისუფლებას არც სიხარულის და არ სამძიმრის გამოხატვის უფლება არ აქვს, - ასე აფასებს შალვა ნათელაშვილი პრემიერის დუმილს, რომელმაც გალში მოკლული საქართელოს მოქალაქის ოჯახს ამ დრომდე სამძმარი არ გამოუცხადა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია შიგნიდანაც მოახდინა, როცა ხელისუფლებლად თავისი "ადმინისტრაცია" დასვა. 

რუსეთმა მოახერხა საკუთარი ადმინისტრაციის დასმა თბილისში. ჩვენ გარედან კი არ ვართ ოკუპირებული მარტო, შიგნიდანაც გაგვიკეთა ოკუპაცია და ანექსია და ამ ადმინისტრაციას ივანიშვილის მეთაურობით მათი ნებართვის გარეშე არც სიხარულის და არც სამძიმრის გამოხატვის უფლება არ აქვს. მითუფრო, თუ სამძმარი ეხება ოკუპანტებსგან მოკლული ჩვენი ვაჟკაცების ბედსა და სიცოცხლეს, - თქვა ნათელაშვილმა. 

ოკუპირებულ გალში ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გომელაურის უწყებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა სამი დღის შემდეგ. საქმეს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

შეგახსენებთ, რომ თემურ კარბაია საოკუაციო რეჟიმის ე.წ. მილიციამ სასტიკად სცემა, რის შემდეგაც 43 წლის კაცი გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ კარბაიამ იზოლატორში თვითდაზიანებები მიიყენა და ამგვარად, პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს.