სამადაშვილი "ოცნებას": ეშმაკთან დაზავება არ არსებობს, რუსებზე მიყიდულები ხართ
ეშმაკთან დაზავება მშვიდობისთვის, არ არსებობს, ეშმაკს შეიძლება მხოლოდ სული მიჰყიდო - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც სამადაშვილმა განმარტა, ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს, რადგან ასე რომ არ იყოს, მისი თქმით, მმართველ გუნდს დაწყებული ექნებოდა მსჯელობა ჩვენს ტერიტორიაზე ქართველების მოკვლის ფაქტებზე.
ეშმაკთან დაზავება მშვიდობისთვის, არ არსებობს, ეშმაკს შეიძლება მხოლოდ სული მიჰყიდო. ასე რომ არ იყოს და რუსებზე რომ არ იყოთ მიყიდულები, დღეს, აქ, ამ დარბაზში, საშემოდგომო სესიის უკანასკნელ კვირას, პარლამენტი ორ დოკუმენტზე იმსჯელებდა, ერთი დიახ, ეს იქნებოდა პარლამენტის სიტყვა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ქართველების მოკვლას დაუსჯელად მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. მოწოდება ხელისუფლების მიმართ - ამუშავდეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სანქციების მექანიზმი", - განაცხადა სამადაშვილმა.