პრეზიდენტის დაგეგმილი ღონისძიება დეპოლარიზაციის ნაცვლად, მხოლოდ იმას გამოაჩენს, უფსკრულია დღევანდელ პოლიტიკაში - დავით ბაქრაძე

12.12.23 15:02
პრეზიდენტის დაგეგმილი ღონისძიება დეპოლარიზაციის ნაცვლად, მხოლოდ იმას გამოაჩენს, უფსკრულია დღევანდელ პოლიტიკაში - დავით ბაქრაძე

პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არ მივა. დავით ბაქრაძის თქმით, "ღონისძიება დეპოლარიზაციის ნაცვლად, მხოლოდ იმას გამოაჩენს, რამხელა დაპირისპირება და უფსკრულია დღევანდელ პოლიტიკაში":

მასში არ მონაწილეობენ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები. მეორეს მხრივ, მასში არ მონაწილეობს დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ დეპოლარიზების ნაცვლად, ეს ღონისძიება კიდევ უფრო ნათლად გამოაჩენს, რამხელა დაპირისპირება და უფსკრულია დღევანდელ პოლიტიკაში. საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად მზად ვარ, ნებისმიერი ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ ამ კონკრეტულ ღონისძიებაში ამ ფორმატით მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ, შესაბამისად, მისვლასაც არ ვაპირებ"- აცხადებს დავით ბაქრაძე.