სეფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერების მიერ ოკუპაციაზე გაკეთებული განცხადებები, ირიბად ომისკენ მოწოდებაა
უმრავლესობა ფიქრობს, რომ რუსეთზე ლაპარაკი მტრობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
"ხალხის ძალის" დეპუტატის, ეკა სეფაშვილის თქმით, ოპოზიციონერების ვითომდა შეშფოთება ოკუპაციასთან დაკავშირებით არეულობის შემოსატანადაა.
მისი თქმით, ოპონენტების მიერ ოკუპაციაზე გაკეთებული განცხადებები, ირიბად ომისკენ მოწოდებაა.
მინდა გამოვეხმაურო რადიკალი ოპოზიციონერების ვითომდა შეშფოთებას ოკუპაციასთან დაკავშირებით - მათ სინამდვილეში მხოლოდ არეულობის შემოტანა სურთ ქართულ საზოგადოებაში. დიახ, ვიცით რომ ქვეყანა ოკუპირებულია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს! იგივე, სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილებებია მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით და არა აქ, პარლამენტის შენობაში განცხადებების გაკეთება, რომელიც ირიბად ომისკენ მოწოდებაა.
რაც შეეხება ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიას, ეს სია ავტომატურად ივსება, როდესაც ბრალდებული გამოაშკარავდება. არ სჭირდება მას ზედმეტი რეზოლუციები და პოლიტიკური კეკლუცობა კამერების წინ. ოპოზიციას ვურჩევდი, უკეთესად გაერკვეს საკითხში და ისე წამოაყენოს არგუმენტები",- ამბობს სეფაშვილი.