აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება! - ნაცვლიშვილი "ოცნებას"
აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება! - ამის შესახებ ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.
ნაცვლიშვილმა ასევე ორბანზეც გააკეთა გაცნხადება და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერი მიზანს ვერ მიაღწევს.
იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი, რომელიც გაფართოების ამ ისტორიულ ტალღას ცდილობს ახლა ვეტო დაადოს, საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს. აქ შემომესმა ისევ რუსულ კანონზე საუბარი. აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ, გაბედეთ, ვნახოთ რა მოხდება!” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა