"ჩვეულებრივი შარლატანია" - კობახიძე გახარიაზე

12.12.23 15:24
"ჩვეულებრივი შარლატანია" - კობახიძე გახარიაზე

ექსპრემიერის ბრალებების შემდეგ "ოცნების" თავმჯდომარე გიორგი გახარიას "შარლატანად" მოიხსენიებს. ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდებს, სათქმელი ბოლომდე თქვას და დაასახელოს ვინ და სად იღებს მთავრობაში გადაწყვეტილებებს. 

 

მას ერთხელ ჰკითხეს, აი, პრემიერი ხომ იყავიო და აი, სად მიიღებოდა გადაწყვეტილებებიო და "ჩემს საქმეში ვერავინ ერეოდაო". თვითონ მაგარი ბიჭი იყო, კერკეტი თუ რაც იყო, აღარ ვიტყვი. ამას რომ ამტკიცებ, რომ მის დროს არავინ ერეოდა და ახლა შეიცვალა და ვიღაც ერევა, ვინ ერევა? დაიწყოს ლაპარაკი ამასთან დაკავშირებით. ვინ ერევა, სად ერევა, სად მიიღება გადაწყვეტილებები? მას ახასიათებს შარლატანური საუბარი. ჩვეულებრივი შარლატანია ეს კაცი. რაღაცის თქმა უნდა და ვერ ამბობს, ეს ცალკე მისი პრობლემაა. ან ის არის მატყუარა, არ ვიცი, რაზე შეიძლება მეტყველებდეს. ან არ შეუძლია ლაპარაკი ან კიდევ სისულელეს ამბობს და იმაზე ღრმად ვერ მიდის, - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია აქამდე მის ყოფილ თანამებრძოლებს საეჭვო გარიგებებში ადანაშაულებდა, გუშინ კი უკვე თქვა, რომ "ოცნების" ლიდერების ნაწილს იმდენი აქვს მოპარული, რომ ქურდობის მასშტაბის უკვე თავადაც ეშინიათ.