"უბედურებაა, მტერს უთხრა, არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული ვარ"- ჩარკვიანი "ოცნებას"

12.12.23 15:41
"უბედურებაა, მტერს უთხრა, არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული ვარ"- ჩარკვიანი "ოცნებას"

"უბედურებაა, მტერს უთხრა, არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული ვარ, საქვეყნოდ გამოაცხადო, რომ გასაუპატიურებლად არის მზადო "- ასე მიმართა "კანონის და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას".

ჩარკვიანის თქმით, იმაზე მეტი სასინელება არაფერია, როდესაც ქვეყნის პოლიტიკოსი გამოდის და ოკუპანტ ქვეყანას ეუბნება, რომ იმდენად საცოდავია, რომ არაფერის გაკეთება შეუძლია.

მე არ მსმენია ისტორიულად ამ ტიპის განცხადება, რომ მტერს პირდაპირ გააგონო და უთხრა, რომ „არაფერი არ შემიძლია, დასაჭურისებული ვარ, გასაცოდავებული ვარ, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, ბითური ვარ, მოდი“. ხუმრობა რომ არის ხომ იცით, „მრეკეთ თავში, ქალბატონო მარგარიტა“. შემზარავია ამის მოსმენა პოლიტიკოსისგან, არ შეიძლება. ასე რომ ფიქრობდეთ, ამის ამოთქმა არ შეიძლება, უხერხულია. არსებობს დიპლომატიური საფარი. მე არ უნდა გასწავლიდეთ ამას. მაშინ ჩაიხედეთ და წაიკითხეთ მეტი. შეფუთვა არსებობს სწორი საუბრისა, რომ პოლიტიკოსმა სწორი განცხადება გააკეთოს და საქვეყნოდ არ გამოაცხადოთ, რომ საჭურისია ქვეყანა, გასაუპატიურებლად არის მზად და საშველი არსაიდან არ არის. უბედურებაა ამ განცხადების გაკეთება და ასეთი განცხადებები მუშობს რუსეთზე, როდესაც ქვეყნის პოლიტიკოსი უმრავლესობიდან გამოდის და ეუბნება, რომ რა ვქნა, ბატონო, ოკუპირებული ვარ და არაფრის გამკეთებელი არ ვარ. ღმუის კორუფცია ქვეყანაში",- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.