რატომ არ ქმნით საგამოძიებო კომისიას ქოლცენტრებზე თუკი კორუფცია არაფერ შუაშია? - ლილუაშვილი "ოცნებას"

12.12.23 15:48
რატომ არ ქმნით საგამოძიებო კომისიას ქოლცენტრებზე თუკი კორუფცია არაფერ შუაშია? - ლილუაშვილი "ოცნებას"

 რაომ არ ქმნით საგამოძიებო კომისიას ქოლცენტრებზე თუკი კორუფცია არაფერ შუაშია? , - ამ კითხვით მიმართა დღეს პარლამენტში ბექა ლილუაშილმა "ოცნებას". გახარიას გუნდის კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ნამდვილად იზრდება, თუმცა ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება. 

ღარიბაშვილის ეკონომიკური დუღილის ფენომენი უკვე მოსახლეობამაც ამხილა. ეკონომიკა იზრდება და ასევე იზრდება იმ ხსენებული 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება "ოცნების" შავი საარჩევნო ყულაბა, მაგრამ ხალხის მდგომარეობა არ უმჯობესდება. რატომ არ ქმნით საგამოძიებო კომისიას ქოლცენტრებზე თუკი პოლიტიკური კორუფცია არაფერ შუაშია და არ არსებობს? რატომ არ გინდათ შექმნათ "ჯორჯიან ეარვესისი" საკითხზე საგამოძიებო კომისია ასევე? იმიტომ, რომ ამ პროცესში თვითლუსტრაცია მოგიწევთ, - ამბობს ბექა ლილუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია აქამდე მის ყოფილ თანამებრძოლებს საეჭვო გარიგებებში ადანაშაულებდა, გუშინ კი უკვე თქვა, რომ "ოცნების" ლიდერების ნაწილს იმდენი აქვს მოპარული, რომ ქურდობის მასშტაბის უკვე თავადაც ეშინიათ.

გახარიას დაანონსებულ მხილებას "ოცნებაში" თავდასხმებით უპასუხეს. მმართელი პარტიის წევრებმა ექსპრემიერს შარლატანი, უზრდელი და მატყუარა უწოდეს. 

მსგავსი სიახლეები