ველოდებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესს მომავალ წელს
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის მომხრეა", - ეს განცხადება გერმანიის ევროპისა და კლიმატის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ანა ლუჰრმანმა ბრიუსელში გააკეთა.
მისი თქმით, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი.
მე ოქტომბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, როგორი ენთუზიაზმითაა ხალხი განწყობილი ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებით. ვფიქრობ, გატარებული რეფორმები სწორ მიმართულებაზე მიუთითებს, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს წინ და ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესს მომავალ წელს“, - განაცხადა ანა ლუჰრმანმა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“